მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში „ბასლაინზე“ მოძრაობის 111 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა | შსს

ბასლაინი

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის გამოყენების წესების დარღვევის 111 387 შემთხვევა გამოვლინდა. საუბარია სხვა ტიპის ავტომობილების მიერ ამ ზოლში მოძრაობაზე, გაჩერებასა და დგომაზე.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობა დედაქალაქზე მოდის - თბილისში 102 314 შემთხვევა აღირიცხა, აჭარაში კი - 9 073.

გარდა ამისა, 2 536 შემთხვევა გამოვლინდა საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერებისა და დგომის გამო. მათგან 2 531 თბილისში, ხოლო 5 აჭარაში დაფიქსირდა.

სტატისტიკაში ასევე ასახულია განმეორებითი დარღვევები: ერთი წლის განმავლობაში იმავე ქმედების ხელახლა ჩადენის 306 შემთხვევა აღირიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები