ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი კლებას აგრძელებს. წელს ცხრა თვეში საქართველოდან ჩინეთში 6.6 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წლიურ ჭრილში 22 %-ით შემცირებული მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ქართველი ექსპორტიორებისთვის როგორც ჩინეთი, ასევე აზიის სხვა ქვეყნები პერსპექტიულ მიმართულებად რჩება. ამავდროულად, კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა აზიის ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა იაპონია, კორეა, სინგაპური. ამასთან, კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავს ბაზრებზე ქართულ ღვინოს მეტი პოპულარიზაცია და მარკეტინგი სჭირდება. როგორია ქართული ღვინის ექსპორტი და პერსპექტივა აზიის ბაზარზე.