მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება ₾172.5 მლნ-მდე გაიზარდა - რა ტენდენციებია სექტორში?

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 2026 წლის ცხრა თვეში 172.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 57.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში სექტორის საკრედიტო პორტფელი 27.4%-ით, 2.26 მლრდ ლარამდე გაიზარდა. მიკროსაფინანსო სექტორის ზრდის ძირითად წყაროდ ლომბარდული დაკრედიტება რჩება. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ოქროთი და სხვა ძვირფასი ლითონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა 1.62 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 71.8%-ია. თავად ლომბარდული სესხების ჯამური მოცულობა კი 1.77 მლრდ ლარი იყო, წლიური ზრდა კი 29.75%-ს შეადგენდა. ლომბარდული სესხები მთლიანი პორტფელის 78.8%-ს იკავებდა. მეორე მსხვილი მიმართულება სამომხმარებლო სესხებია. მათი პორტფელი წლიურად 20.2%-ით გაიზარდა და 311.45 მლნ ლარს მიაღწია. როგორ ვითარდება მიკროსაფინანსო სექტორი და რა მოლოდინების ბაზარზე?

სტუმარი: ნინო დევდარიანი - მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები