მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა ₾1.1 მილიარდის პრემია მოიზიდეს - როგორ ვითარდება სექტორი

სადაზღვევო სექტორს პრემიების პორტფელი გაეზარდა, თუმცა წმინდა მოგება შეუმცირდა. ოფიციალური მონაცემებით, 9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა თითქმის 1.1 მილიარდი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც წლიურად 11.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა პორტფელის ზრდის მიუხედავად, კომპანიებს წელს წმინდა მოგება შეუმცირდათ. 9 თვეში 19 სადაზღვევო კომპანიის წმინდა მოგება 113 მლნ ლარი იყო, რაც წლიურად 2 მლნ ლარით არის შემცირებული. სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ ბაზრის ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ დონეზე რჩება, ხოლო მოზიდული პრემია უფრო მეტად ფასების ზრდის ხარჯზე იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები