9 თვეში სადაზღვევო სექტორმა 983 მლნ ლარის მოცულობის პრემია მოიზიდა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაზრდილია სექტორის მოგებიანობაც და 9 თვეში მზღვეველების წმინდა მოგებამ 115 მლნ ლარი შეადგინა. მიუხედავად გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა, კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ბაზრის ზრდა ძირითადად პოლისების გაძვირებაზე მოდის და არა დაზღვეულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე. ამასთან, სექტორის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო და დასავლეთისგან იზოლაცია, სამომავლოდ სადაზღვევო ბაზარზე ნეგატიურად აისახოს.