მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლით, ბიუჯეტში 860 440 ლარი შევიდა

5bdfcf33eb22e
ნინო კვინტრაძე
05.11.18 09:02
2226
9 თვეში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლით, ბიუჯეტში 860 440 ლარი შევიდა. კერძოდ, იანვარ - სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტში 775 596 ლარი შევიდა, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში კი 84 800 ლარზე მეტი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს თანხა მხოლოდ მცირედით - დაახლოებით 10 000 ლარითაა გაზრდილი.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი 2000 ლარს შეადგენს. პირს მსგავსად, სავალდებულო სამსახურის გადავადება ორჯერ შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები