მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა

დოლარი ფული

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55%-ით შემცირდა და მან მხოლოდ $198 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლის 9 თვეში FDI-ის მოცულობა 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით, ანუ 640 მილიონი დოლარით ნაკლებია.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, ინვესტიციების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნიდერლანდებიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადების 272 მილიონი დოლარით, ანუ 70%-ით შემცირებამ. ასევე განახევრებულია ინვესტიციები აშშ-დან. თურქეთიდან, ოფშორული ზონებიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიდანაც წარსულში საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო ნაკადები შემოდიოდა. სანაცვლოდ 42%-ით არის გაზრდილი FDI-ის ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან, რაც ისევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული ქართული კომპანიების ოპერაციებთან არის დაკავშირებული.

# ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის 9 თვეში ზრდა კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 გაერთიანებული სამეფო 226 მილიონი დოლარი; 42%
2 ნიდერლანდები 115 მილიონი დოლარი; -70%
3 მალტა 108 მილიონი დოლარი; 51%
4 იაპონია 102 მილიონი დოლარი; 12%
5 თურქეთი 89 მილიონი დოლარი; -19%
6 ჩეხეთი 89 მილიონი დოლარი; 50%
7 აშშ 74 მილიონი დოლარი; -50%
8 აზერბაიჯანი 48 მილიონი დოლარი; 4%
9 მარშალის კ-ები 34 მილიონი დოლარი; 12%
10 ყაზახეთი 29 მილიონი დოლარი; -20%
11 სხვა ქვეყნები 41 მილიონი დოლარი. -91%

რაც შეეხება ეკონომიკის დარგებს, მათში ჩადებული ინვესტიციების მოცულობას, მათ შორის პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი, სადაც 2024 წლის 9 თვეში 212 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით ნაკლებია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი, სადაც 2024 წლის 9 თვეში 150 მილიონი დოლარი ჩაიდო, თუმცა ეს თანხაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. კიდევ უფრო მეტად, 50%-ით შემცირდა FDI დამმუშავებელ მრეწველობაში, 54%-ით ვაჭრობაში, 42%-ით ტრანსპორტში, 68%-ით ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის დარგში, 94%-ით მშენებლობის სექტორში, განათლების სფეროში კი 20%-ით.

სექტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის 9 თვეში (მლნ) ზრდა კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები $212 -28%
ენერგეტიკა $150 -10%
დამმუშავებელი მრეწველობა $147 -50%
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი $126 -54%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები $89 8%
ტრანსპორტი და დასაწყობება $82 -42%
ინფორმაცია და კომუნიკაცია $38 -68%
ხელოვნება, გართობა და დასვენება $37 -17%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები $27 -26%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები $16 218%
სხვა სახის მომსახურება $12 1%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები $12 25%
განათლება $11 -20%
მშენებლობა $4 -94%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები $3 -92%
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება $1 -87%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები $0 -80%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა $0 -107%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები