9 თვეში სახელმწიფომ 74.3 მლნ ლარის მიწა გაყიდა. კერძოდ, იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუეჯტში მიწის გაყიდვიდან 6.6 მლნ ლარი შევიდა, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში კი 67.9 მლნ ლარი.
აქედა, ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე განლაგებული სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული არასასოფლო-საურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვიდან ბიუჯეტში ჯამში 1.1 მლნ ლარი შევიდა; ადგილობრივ თვითმართველობებში განლაგებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვიდან 10 მლნ ლარი, ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვიდან 16.4 მლნ ლარი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვიდან კი 43,1 მლნ ლარი.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სახელმწიფომ 4.5 მლნ ლარით მეტი მიწა გაყიდა.
2018 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით კი სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად შესულია 79 136 220.33 ლარი. ამასთან, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წელს პრივატიზებულია 110 733 601.40 ლარის ღირებულების ქონება.