მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 უცნაური ფაქტი არჩევნებზე

5bfe94cfc548e
BM.GE
28.11.18 17:12
2140
1. მსოფლიოს ქვეყანათა უმრავლესობა არჩევნებს კვირა დღეს მართავს

მსოფლიოში არჩევნების დღედ კვირაა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებულია და მოსახლეობას არჩევანის დაფიქსირების საშუალებას სამშაბათს აძლევს. კანადაში არჩევნები ორშაბათს იმართება, ხოლო დიდ ბრიტანეთში მოქალაქეები საკუთარ პოზიციას ოთხშაბათს აფიქსირებენ.
მიუხედავად ამისა, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი არჩევანს მაინც კვირა დღეზე აკეთებს, რადგან ამ შემთხვევაში საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

2. ინდოეთში არჩევნები რამდენიმე კვირას გრძელდება

ინდოეთში 800 მილიონი ადამიანი იღებს არჩევნებში მონაწილეობას. იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, არჩევნები რამდენიმე განმავლობაში გრძელდება. 2014 წელს ჩატარებული არჩევნები 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდა, რომლის დროსაც მოსახლეობა პარლამენტის 543 წევრს ირჩევდა.

3. ავსტრალიაში ხმის მიცემა სავალდებულოა

ავსტრალიაში 18 წლის ზემოთ მყოფი თითოეული მოქალაქე კანონითაა ვალდებული მონაწილეობა მიიღოს ფედერალურ არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმა ეკისრებათ, რომელიც დაახლოებით 15$ -ის ტოლია. თუ მოქალაქე არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, მაშინ მას 130$-ის გადახდა უწევს.

4. ესტონეთში ამომრჩეველს ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში შეუძლია

2005 წლიდან მოყოლებული ესტონეთი საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ონლაინ რეჟიმში სთავაზობს. 2015 წელს მოსახლეობის 30% -მა გამოიყენა ეს სერვისი.

5. განვითარებულ ქვეყანათა შორის ყველაზე ცოტა ამომრჩეველი აშშ-ს არჩევნებზე ფიქსირდება

2016 წელს არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 53.6%-მა მიიღო. მათგან განსხვავებით, ბელგიაში 2014 წელს ამომრჩეველთა უდიდესი რაოდენობა დაფიქსირდა და ამ მაჩვენებელმა 87.2 % შეადგინა.

6. 2012 წლამდე ჩილეში ქალები და მამაკაცები ხმას ცალ-ცალკე აძლევდნენ

ჩილეში ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1930 წელს მიიღეს. მიუხედავად ამისა, ათწლეულების განმავლობაში, ისინი მამაკაცებისგან განსხვავბულ ლოკაციებზე აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. 2012 წელს კი მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გენდერული ნიშნით ამომრჩევლის დაყოფა არ უნდა მომხდარიყო.

7. არჩევნები ჩრდილოეთ კორეაშიც ტარდება

ჩრდილოეთ კორეაში გამართულ 2015 წლის არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 99.7% - მა მიიღო. მიუხედავად ამისა, ისინი დემოკრატიისგან ძალიან შორს დგანან. არჩევნებში გამარჯვებულებს ჩრდილოეთ კორეის მთავრობა „პრე - ფაქტუმ“ ირჩევდა, თუმცა მოსახლეობა ბიულეტენის საარჩვნო ყუთში ჩაგდებით საკუთარ მხარდაჭერას გამოხატავდა.

8. არჩევნები იქ, სადაც ადამიანებმა წერა-კითხვა არ იციან

გამბიაში მოსახლეობა ხმას მარმარილოს დახმარებით აძლევს. მოსახლეობა საკუთარ „ხმას“ - მარმარილოს ნატეხს სხვადასვხა ფრად შეღებილ მეტალის ყუთებში ათავსებენ. თითოეულ ყუთზე ზარია მიმაგრებული. ერთ ხმა ერთ ზარს უდრის. იმ შემთხვევაში, თუ ზარი ორჯერ დარეკავს, მაშინ დამკვირვებელმა იცის, რომ ადგილი დარღვევას აქვს.

9. ხმას კოსმონავტებიც აძლევენ

1997 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კოსმონავტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვთ. ტექსასის კანონმდებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კოსმოსიდან საარჩევნო ბიულეტენები ჰიუსტონში, ტექსასში იგზავნება. კოსმოსურ ბიულეტენებს ელექტრონული ფორმა აქვთ, დედამიწაზე გამოგზავნილი PDF ფაილი კი კლერკების მიერ საარჩევნო ყუთში თავსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები