მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

93 წლის რუპერტ მერდოკი მეხუთედ დაქორწინდა

ელენა ჟუკოვა და რუპერტ მერდოკი

93 წლის ავსტრალიელ-ამერიკელი მედიამაგნატი და მილიარდერი, რუპერტ მერდოკი მეხუთედ დაქორწინდა. ამჯერად, მისი რჩეული 67 წლის რუსი მეცნიერი, ელენა ჟუკოვა გახდა, რომელიც მანამდე რუსი ენერგომაგნატის, ალექსანდრ ჟუკოვის მეუღლე იყო. საინტერესოა, რომ ერთი პერიოდი ელენა ჟუკოვა რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სიდედრი იყო.

რუპერტ მერდოკმა და ელენა ჟუკოვამ ერთამენეთი მილიარდერის მესამე მეუღლის, ვენდი დენგის გავლით გაიცნეს, ხოლო ურთიერთობა პირველად გასულ ზაფხულს გაასაჯაროვეს, როცა ჯვარი დაიწერეს. წინა მეუღლეს, სუპერმოდელ ჯერი ჰოლს მერდოკი 2022 წელს დაშორდა.

რუპერტ მერდოკი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, რადგან მის საკუთრებაში არსებული News Corporation-ი და Fox Corporation-ი ისეთ გამოცემებსა და ტელევიზიებს აერთიანებს, როგორიცაა The Wall Street Journal, New York Post, The Sun და Fox. ამერიკული Bloomberg-ის შეფასებით, რუპერტ მერდოკი $9.77 მილიარდის ქონებას ფლობს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 249-ე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები