უოლ სტრიტის ფინანსისტის 93 წლის ქვრივმა, ყოფილმა პროფესორმა რუთ გოტესმანმა ბრონქსის სამედიცინო სკოლის ალბერტ აინშტაინის მედიცინის კოლეჯს $1 მილიარდი იმ პირობით შესწირა, რომ თანხა სტუდენტების სწავლის გადასახადის დასაფარად იქნება გამოყენებული. შესაბამისად, ამიერიდან კოლეჯში სწავლა სრულიად უფასოა.
nytimes-ი წერს, რომ დონაცია განსაცვიფრებელი არა მხოლოდ ზომით, არამედ იმიტომაც, რომ ის მიემართება ბრონქსის სამედიცინო დაწესებულებაში, ქალაქის უღარიბეს დაბაში. ბრონქსს აქვს ნაადრევი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და ნიუ-იორკში ყველაზე არაჯანსაღ ოლქად არის მიჩნეული. გასული თაობის განმავლობაში, მრავალმა მილიარდერმა ასობით მილიონი დოლარი გადასცა მანჰეტენის უფრო ცნობილ სამედიცინო სკოლებსა და საავადმყოფოებს, ქალაქის უმდიდრეს და პრესტიჟულ უბანში.
დონორი რუთ გოტესმანი ამავე კოლეჯის ყოფილი პროფესორია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქველმოქმედო შეწირულობა შეერთებულ შტატებში საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
პროფესორს ქონება მისი გარდაცვლილ ქმრის, დევიდ გოტესმანისგან ერგო მემკვიდრეობით. დევიდ გოტესმანი, ცნობილი იყო როგორც უორენ ბაფეტის პროტეჟე. ადრეულ ეტაპზე ჰქონდა ჩადებული ინვესტიცია Berkshire Hathaway-ში, კონგლომერატში, რომელიც შემდგომში ბაფეტმა ააშენა.
ყოფილმა პროფესორმა, New York Times-სს განუცხადა, რომ მეუღლემ მას „Berkshire Hathaway აქციების მთელი პორტფელი“ დაუტოვა და უთხრა, რომ „აკეთე ის, რასაც ფიქრობ, რომ სწორია“.
”იმედი მაქვს, [დეივიდი] იღიმის და არ იბღვირება” - დასძინა მან.
ეს, მეორე კოლეჯია ნიუ იორკში, სადაც სწავლა უფასოა. 2018 წელს, ეს გადაწყვეტილება მიიღო ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამაც.
ცნობისთვის, დეივიდ გოტესმანი 2022 წელს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. წყვილს სამი შვილი ჰყავს. bloomberg-ის ცნობით, მისი დატოვებული ქონება 3 მლრდ დოლარია.