მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"A კლასის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა მზარდია" - როგორია იჯარის ფასი საოფისე ფართებზე?

ოფისი

A კლასის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა მზარდია და დატვირთულობა მაღალია - ამის შესახებ “თიბისი კაპიტალში” აცხადებენ.

როგორც BMG-ის “თიბისი კაპიტალის" უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა უთხრა, მომხმარებლის მოთხოვნა სულ უფრო მზარდია თანამედროვე, მოწესრიგებული ბიზნეს ცენტრების მიმართ. სალომე დეისაძის თქმითვე, ამ ფონზე შესაძლოა, სამომავლოდ B კლასის ბიზნეს ცენტრების დატვირთულობა შემცირდეს.

“საოფისე ფართებთან მიმართებით, მომხმარებლის პრეფერენცია მიემართა A კლასის მოწესრიგებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ცენტრებისკენ და ამ მიმართულებით მოთხოვნა მაღალია, განსაკუთრებით ცენტრალურ ადგილებზე. რაც შეეხება B კლასის ბიზნეს-ცენტრებს, მოთხოვნის კუთხით მცირედი გამოწვევაა, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

დღესდღეობით, დიდი არჩევანი A კლასის ბიზნეს-ცენტრებში არ არის. ვიდრე ბაზარზე ახალი გამოჩნდება, მანამდე B კლასის დატვირთულობა კვლავ მაღალი იქნება. რაც შეეხება ფასებს, A კლასის ბიზნეს-ცენტრებში [იჯარის ფასი] 28 დოლარის ფარგლებშია. ესაა დღგ-ს და მომსახურების საფასურის გარეშე. B და C კლასის საოფისე სივრცეების შემთხვევაში, ფასს შორის სხვაობა დაახლოებით 15 დოლარის ფარგლებშია”, - განაცხადა სალომე დეისაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები