მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბანოს ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

აბანოს ქუჩა
16.03.26 12:57
379

აბანოს ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის განმარტებით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, გადაადგილების შეზღუდვა 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე იმოქმედებს.

შეზღუდვის პერიოდში გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მძღოლებს ფირდოუსის, მირზა ფათალი ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები