მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბაშაში ერთი წლის წინ ამოქმედებული ლოკოკინების ფერმა მილიონ ლარად იყიდება - მიზეზები

615efd84a05d3
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.21 18:15
3864
აბაშაში, სოფელ ონტოფოში დაახლოებით 1 წლის წინ ამოქმედებული ლოკოკინების ფერმა ერთ მილიონ ლარად იყიდება - აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის ფერმის ინვესტორი კომპანია „აისბერგის“ დამფუძნებელმა სიმონ კაჭარავამ დაუდასტურა და ფერმის გაყიდვის მიზეზები განუმარტა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად დაახლოებით 3 თვე დასჭირდათ.

„დიდი ხანია, რაც ნაყინის წარმოებაში ვართ და ახალი ბიზნესი ბოლომდე ვერ ავაწყეთ. ჩვენთვის სოფლის მეურნეობა რენტაბელური არ გადმოდგა. ფერმას 24-საათიანი ყურადღება სჭირდება და ამიტომ მივედით ამ გადაწყვეტილებამდე.

დღეს ლოკოკინის ბიზნესი საქართველოში სათანადოდ განვითარებული არ არის, შესაბამისად, ისეთი მიმართულებით, როგორიც ლოკოკინის ექსპორტზე გატანაა, გამართული არ არის. ამ კუთხით მხოლოდ ერთი კომპანია მუშაობს და ეს „ნადი გრუპია“. ვფიქრობთ, ეს მომავლის ბიზნესია და ამ ეტაპზე ამ ბიზნესიდან გასვლა გადავწყვიტეთ“, - აღნიშნავს სიმონ კაჭარავა.

აღსანიშნია, რომ კომპანია აისბერგმა“ ერთი წლის წინ ფერმის ამოქმედებისთვის 650 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა მას შემდეგ როგორც სიმონ კაჭარავა ამბობს, ინვესტიცის მოცულობა გაიზარდა და ფერმა ინფრასტრუქტურულად გაიმართა. დღეს ფერმა ახალ ინვესტორს ელის. სიმონ კაჭარავა აღნიშნავს, რომ ფერმის მიმართ ინტერესი დიდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები