მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აბაშიძე პუტინის გადაწყვეტილებაზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი

5d0e07604f2f5
BM.GE
22.06.19 14:47
4383
რუსეთთან უერთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"ამ ეტაპზე ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილებაზე, შესაბამისი ანალიზისა და დასკვნებისთვის. ამის შემდეგ უფრო ვრცელ კომენტარს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველა მოქალაქის ინტერესები, ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.

კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, შეაჩერონ აღნიშნული პერიოდიდან საქართველოში მომსახურების გაწევა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები