მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმანში Autograph Collection-ის სასტუმრო აშენდება - ფოტო

5bf26d41f0faa
BM.GE
19.11.18 11:54
2567
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, აბასთუმანში, მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.

თანაინვესტირების ფონდში განმარტავენ, რომ 140 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 25 000 კვ.მ-ია. შენობის არქიტექტურა ალპური ხასიათის მქონდე ფასადისაგან შედგება, რაც კარგად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. მოსაპირკეთებელ მასალად კი ძირითადად მინის, ხისა და ქვის ფაქტურები იქნება გამოყენებული.

მათივე ცნობით, პროექტის მშენებლობის ეტაპზე 300 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სასტუმროს ამოქმედების შემდგომ 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამჟამად, სასტუმრო მშენებლობის საწყის ეტაპზეა და 2020 წლიდან დამსვენებლების გამასპინძლებას შეძლებს. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.



გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები