სულ ცოტა ხნის წინ, არქიტექტურული კომპანია „არტიტექსის“ პროექტმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული A’Design Award ჯილდო მიიღო. „არტიტექსის“ ნამუშევრებს ზოგადად არაერთი ჯილდო აქვს დამსახურებული, თუმცა ეს ამბავი გამორჩეულია იმით, რომ ის აბასთუმნის საოჯახო სასტუმროს არქიტექტურულ პროექტს მიენიჭა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის ერთობლიობა, რომელიც ინარჩუნებს შენობის პირვანდელ სახეს. მისი ავტორი კი არქიტექტორი დადუნა შათაშვილია, რომლის ნამუშევრებიც ტრადიციული, ფუნქციური და დახვეწილი დიზაინით იცნობა.
სტუმარი: დადუნა შათაშვილი - არქიტექტორი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად;