აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია მომდევნო წლის გაზაფხულიდან დაიწყება, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, მომავალი წლისთვის დაგეგმილია არამარტო ობსერვატორიის, არამედ მთლიანად კურორტის რეაბილიტაცია, რისთვისაც რამდენიმე მილიონი ლარი გამოიყოფა.
აბასთუმნის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს დააანონსა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. დაგეგმილი იყო, რომ 2016 წელს კურორტის რეაბილიტაციისთვის 13 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა. რატომ არ დაიწყო აბასთუმნის რეაბილიტაცია წელს, მიზეზები უცნობია.

























