მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აბასთუმნის ობსერვატორიის საბაგიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

5ae834033f6f3
BM.GE
01.05.18 13:31
1268
აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიმდებარედ საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის ნებართვა გასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ. განახლებული საბაგირო გზით შესაძლებელი იქნება აბასთუმნის ობსერვატორიაში ასვლა, რომელიც მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე მდებარეობს. საბაგირო ევროპული მოთხოვნების შესაბამისად განახლდება, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. მოპირკეთდება და განახლდება სადგურებიც.

მოქმედი საბაგირო 30-ზე მეტი წლის წინ არის აშენებული. რეკონსტრუქცია, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ნებართვის მიხედვით, ნოემბრის ბოლოს უნდა დამთავრდეს.

აბასთუმნის ობსერვატორია პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ის თითქმის ერთი საუკუნის წინ, 1932 წელს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები