მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბაზანის შერჩევა "მოდუსთან" ერთად

აბაზანის შერჩევა მოდუსთან ერთად
03.09.24 11:13
179

აბაზანა მეტია ვიდრე უბრალოდ ჰიგიენური ატრიბუტი, ეს არის სარელაქსაციო ინსტრუმენტი. სწორად შერჩეული აბაზანას ფუნქციურობის გარდა, სტილის და დიზაინის გაუმჯობესებაც შეუძლია. დღეს განვიხილავთ ზოგადად აბაზანის წორად შერჩევის მეთოდს და ესპანური პრემიუმ კლასის ბრენდის, Roca-ს პროდუქციას.

Roca

კომპანია როკა 1917 წელს დაარსდა ესპანეთში, იგი თავდაპირველად აწარმოებდა თუჯის რადიატორებს. კომპანიამ მალე გააფართოვა ასორტიმენტი და დაიწყო სააბაზანოს ინვენტარის წარმოება, რამაც უდიდესი წარმატება მოუტანა. როკა მალევე გახდა ბაზარზე ლიდერი, მისი ინოვაციების, ხარისხის, სტაბილურობის და ასორტიმენტის ფართო არჩევანის გამო.

საჭიროებების იდენტიფიცირება

ვიდრე კონკრეტული მოდელის შერჩევას დაიწყებთ, ჯერ აუცილებლად აბაზანის ტიპი უნდა შეარჩიოთ. პატარა ზომის სააბაზანოსთვის აჯობებს რომ კუთხის აბაზანა შეიძინოთ, საშუალო ზომის სააბაზანოში შეგიძლიათ კედელზე მისადგმელიც გამოიყენოთ. დიდი ზომის სააბაზანო საშუალებას გაძლევთ რომ ცალკე მდგომი აბაზანა შეიძინოთ, რაც ხაზს გაუსვამს თქვენს პრემიალურობას. ასევე ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასი. ბაზარზე აბაზანების ფასები დაახლოებით 300 ლარიდან იწყება და 10000 ლარამდე ადის.

სააბაზანოს ტიპები

  • კუთხის აბაზანა: ძირითადადა გამოიყენება ადგილის სიმწირის დროს, როგორც წესი გვხვდება პატარა ზომის მოდელები, იკავებს პატარა ადგილს და ხშირ შემთხვევაში შეხვდებით საშხაპე კაბინასთან ერთად დაკომპლექტებულს.
  • კედელზე მისადგმელი აბაზანა: კედელზე მისადგმელი არის კლასუკური ტიპის აბზაანა, რომლის ზომები მერყეობს 130-180 სანტიმეტრის ფარგლებში.
  • ცალკე მდგომი აბაზანა: ასეთი ტიპის აბაზანას სჭირდება დიდი ფართი სააბაზანო ოთახში. როგორც წესი ცალკე მდგომი აბაზანები არის პრემიუმ კლასის, მაღალი ხარისხის მასალებით დამზადებული და შესაბამისად სხვა ტიპის აბაზანებთან შედარებით მეტიც ღირს.
  • ჯაკუზი: არის აბაზანა წყლის მასაჟორებით. ჯაკუზი შეიძლება იყოს როგორც კედელზე მისადგმელი, ასევე ცალკე მდგომი. ჯაკუზი ასოცირდება ფუფუნებასთან, რელაქსთან, კომფორტთან და მაღალ სტატუსთან.

აბაზანის მასალა

აბაზანის დამზადებაში ყველაზე პოპულარული მასალებია, აკრილი, პლასტმასა და თუჯი. იმისათვის რომ არჩევანის გაკეთება გაგიადვილდეთ, ცალ-ცალკე განვიხილოთ ყოველი მადგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

  • პლასტმასის აბაზანა: პლასტმასა ყველაზე ფართოდ გამოიყენება აბაზანების დამზადებისას. ეს ხელოვნური მასალა სხვებთან შედარებით ჯდება ძალიან იაფი, არის მსუბუქი და მეტ-ნაკლებად გამძლე.
  • აკრილის აბაზანა: აკრილის აბაზანას ხან ხელოვნური ქვის აბაზანასაც უწოდებენ. ეს პლადტმასზე გაცილებიძ ვირადღირებული მასალაა, არის გამძლე, მზის სხივებისადმი მედეგი და შეხებისას ისეთ შეგრძნებას გიტოვებთ თითქოს კერამიკის ნაკეთბას ეხებით.
  • თუჯის აბაზანა: თუჯის აბაზანა ყველასათვის ცნობილია როგორც ყველაზე ძვირფასი, გამძლე, მასიური და საიმედო. წინა საუკუნეში ძირითადად თუჯისგან მზადდებოდა აბაზანები, მაგრამ მასალის სიძვირის გამო დღეს იშვიათად თუ შეხვდებით მას. როკა ამზადებს ვინტაჟუტი ტიპის თუჯის აბაზანებს, რომლებიც ყველა მოდელისგან გამოირჩევა მისი ვიზუალითა და ხარისხით.

მოდუსში გვჯერა რომ სწორად შერჩეული აბაზანა გადააქცევს სააბაზანო ოთახს განტვირთვისა და ესთეტიკის სივრცედ. დაფიქრებული ნაბიჯებით აშენე მომავალი დღეს და მოაწყვე სივრცე შენი კომფორტისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები