მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აბბე ტიმეოს” პარტნიორი კომპანია ფერმისთვის პარტნიორს ეძებს

63d3be94516ab
თათია კაკიაშვილი
27.01.23 17:53
957

ლოკოკინების ქარხნის “აბბე ტიმეოს” პარტნიორი კომპანია, რომელიც ბრენდირების პროცესშია, ფერმისთვის პარტნიორს ეძებს. ამის შესახებ "აბბე ტიმეოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ქადაგიძემ BMG-ის განუცხადა.

„დროის და ადამიანური რესურსის ნაკლებობის გამო, კომპანიამ გადაწყვიტა, სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში აშენებული და სამუშაოდ გამზადებული ფერმა პარტნიორს გადააბაროს, რომელიც მომდევნო წლებში მას სრულად მართავს და სტაბილური მოსავლის მიღებას შეძლებს. ფერმაში გაზრდილ ლოკოკინას ნატახტარში არსებული ქარხანა ყოველწლიურად შეისყიდის,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისი თქმით, 5 ჰექტარზე გაშენებული ფერმის სარწყავი სისტემა მდინარიდან მარაგდება და 500-ტონიანი ავზის რეზერვუარიც აქვს. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორია 16 სათვალთვალო კამერითაა აღჭურვილი და სრულად განათებულია.

„ტერიტორიაზე მოწყობილია ლოკოკინების ფერმა, აღჭურვილი სპეციალური იტალიური ბადეებით. ფერმაში დიდი რაოდენობით ლოკოკინაა, რომელმაც თითო ჰექტარზე საშუალოდ 8-9 ტონა მოსავალი უნდა მოიყვანოს,“ - განმარტავს “აბბე ტიმეოს” აღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისთვის, ლოკოკინების მწარმოებელმა კომპანია "აბბე ტიმეომ" ქარხანა მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში 2022 წლის მაისში გახსნა და ველური ბუნებიდან დაახლოებით 400 ტონა ლოკოკინის აკრება მოახდინა. ამ ეტაპზე ქარხანაში 150 ადგილობრივია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები