აბიტურიენტების უმაღლეს სასწავებლებში ჩარიცხვის შესახებ გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. როგორც ცენტრში განმარტავენ შედეგები 25 აგვისტოდან გახდება ცნობილი.
„ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ გამოქვეყნდება 25 აგვისტოსთვის. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. მონაცემების დამუშავებისას, მცირე ხნის განმავლობაში აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ სმს-სს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად დამატებით იღებდნენ დამუშავების პროცესში მყოფ ინფორმაციასაც“, - აცხადებენ გამოცდების და შეფასების ცენტრში.

























