აბონენტები ყველაზე ხშირად უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უჩივიან
თამუნა მინჯია
01.06.18 15:43
• 596
აბონენტები ყველაზე ხშირად უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უჩივიან. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამ საკითხზე 2017 წლის განმავლობაში 75 საჩივარი შევიდა საიდანაც 72 შემთხვევაში კომისიამ დარღვევა გამოავლინა და საჩივარი დააკმაყოფილა. მეორე ადგილზე დარღვევების კუთხით, სერვისის მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან მომხმარებლის არასათანადო ინფორმირებულობაა, - 26 საჩივრიდან მარეგულირებელმა კომისიამ ყველა დააკმაყოფილა. 24 საჩივარი შეიტანეს მომხმარებლებმა მომსახურების საფასურის არასწორად დარიცხვის გამო, საიდანაც 18 დაკმაყოფილდა. მომსახურების პაკეტის ცვლილების გამო შესული 10 საჩივრიდან 10-ვე დააკმაყოფილა. ასევე 8-დან 6 შემთხვევაში კომისიამ სამართლიანად ჩათვალა მოქალაქეების პრეტენზია, რომლებმაც საჩივარი სატელეკომუნიკაციო ანძებისგან გამოწვეული რადიაციის გამო შეიტანეს. არასრულწლოვნებზე მედიის მავნე ზემოქმედების ბრალდებით შეტანილი 6 საჩივრიდან კი კომისიამ 3 სამართიალად ჩათვალა. ჯამში 2017 წლის განმავლობაში მერეგულირებელ კომისიაში 303 საჩივარი შევიდა, საიდანაც 267 დაკმაყოფილდა.