მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბონენტების რაოდენობა გაიზარდა - „თელასის“ ოპერაციული მაჩვენებლები

თელასი

2024 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 3%-ით (22 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 760,5 ათასი აბონენტი შეადგინა. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტების უმრავლესობა, 681,3 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 79,2 ათასი – იურიდიული პირი.

ამასთან, 2024 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,815 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,4% (110 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2023 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

„2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 995 კმ შეადგინა, რაც 3,4%-ით (231 კმ-ით) აღემატება 2023 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 764 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა“, - ნათქვამია „თელასის“ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები