სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ „თელასის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, საგადახდოქვითრის დამზადებისა და აბონენტებისთვის მიწოდების მომსახურების მისაღებად, 2020-2021 წლებში "თბილსერვისმა" 985.5 ათასი ლარი დახარჯა.
აუდიტის თანახმად, მოცემული გაანგარიშება მაღალი რისკის მატარებელია, კერძოდ: 2020 წელს სს „თელასის“ აბონენტების 88%-ს, ხოლო 2021 წელს აბონენტების 92%-ს ინფორმაცია გადასახდელი დასუფთავების მოსაკრებლის შესახებ ეგზავნებოდა სატელეფონო შეტყობინებით და სხვა ელექტრონული აპლიკაციების მეშვეობით. აუდიტის ობიექტმა კი ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები რამდენიმე წლის განმავლობაში რატომ იხდიდა სრულად ქვითრის დამზადებისა და მიწოდების ღირებულებას.
"სახელშეკრულებო ღირებულებები გაანგარიშებულია არასათანადოდ. დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, "თბილსერვისი" დიდი ოდენობით თანხებს ხარჯავს ზოგიერთი ისეთი მომსახურების მისაღებად, რომლის გაანგარიშება არ ეფუძნება რეალურგათვლებს და რომლის კალკულაცია არ არის მორგებული შესაბამისი პერიოდის პირობებთან", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

























