მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აბრეშუმის გზის ფარგლებში, საქართველოს მთავარი კონკურენტუნარიანობა დროის მოკლე პერიოდია"

579b5352c47f4
BM.GE
29.07.16 16:57
1376
"აბრეშუმის გზის ფარგლებში საქართველოს მთავარი კონკურენტუნარიანობა ვადაა“, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გარდა ვადებისა საქართველოს კონკურენტუნარიანს ხდის მოქნილი სატარიფო პოლიტიკაც.

"აბრეშუმის გზა ეს არის გზათა ქსელი. რკინიგზა რომელიც გადის ჩინეთიდან რუსეთზე და საიდანაც უკავშირდება ჩინეთი ევროპას საკმაოდ დიდი მოცულობის ტვირთებს ზიდავს.
 
რა თქმა უნდა, მიმართულება რომელიც გადის ზღვაზე და არის ტრადიციული მიმართულება, დღეს ყველაზე დიდი მოცულობით ტვირთებს ტვირთავს. ეს არის ტრადიციული გზა და 500 მილიონ კონტეინერს ატარებს რაც არის უზარმაზარი მოცულობა.

ჩვენს გზას ვეძახით ცენტრალურ გზას და ვმაკვიდრებთ ამ ტერმინს, ამ გზას აქვს თავისი კონკურენტული უპირატესობა და ეს კონკურენტული უპირატესობა არის ვადა. ის მიღწევა რომელიც ჩვენ დღეს გავქვს არის კონკრეტული ვადა, რომ ჩინეთიდან შეგვიძლია, ფოთის თუ ანაკლიის პორტში ჩამოვიტანოთ ყველაფერი 7 დღეში.  როდესაც პროდუქცია არის მაღალი ღირებულების, - ამ შემთხვევაში ეს გზა ხდება ძალიან მიმზიდველი.

ამ მიმართულებით ჩვენ ჩვენს კონკურენტულ უპიურატესობას დავამტკიცებთ, რადგან მოკლე პერიოდთან ერთად მნიშვნელოვანია სატარიფო ბარიერების არქონა. დღეს საქართველო ძალიან გახსნილია ამ მხრივ“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები