მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ InterRao-ს კომპენსაცია არ ეკუთვნის"

5947dc08e8a47
დავით ჯალაღონია
19.06.17 18:11
1218
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, „ინტერ-რაოს“ მოთხოვნები საქართველოს მთავრობისადმი მიუღებელია.

„ისინი ძალიან დიდ კომპენსაციას ითხოვენ. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მათ ეს კომპენსაცია არ ეკუთვნით. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ მოლაპარაკებებით რაღაც შედეგისთვის მიგვეღწია და ეს საკითხი არბიტრაჟის სიბრტყეში გადატანილი არ ყოფილიყო, თუმცა არბიტრაჟი აბსოლუტურად ცივილური ფორმაა პარტნიორებს შორის ურთიერთობის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი პოზიციის სიძლიერეში და მზად ვართ ნებისმიერ სიბრტყეში ვიდაოთ“, - განაცხადა ელოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერ-რაოს“ სასარჩელო განაცხადი ენერგეტიკის სამინისტრომ გასულ კვირას მიიღო. "ინტერ რაოს“ სტრუქტურები - ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ და ქართულ მხარეს ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკლისის კომპენსირებას სთხოვენ. ამასთან „ინტერ რაოში“ მიიჩნევენ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით სწორი არ იყო, რამაც მათ მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები