მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აბსურდია, რომ ბიზნესი მივიდა მთავრობასთან და უთხრა, შენი ჭირიმე არ დამზოგო, დამბეგრეო"

570f89a0c3b94
BM.GE
14.04.16 16:12
1214
"ვერ ვხედავ, რომ რაიმე სერიოზული ცვლილება ქართულ ეკონომიკაში ხდებოდეს, ამიტომ დიდ იმედს ამ მთავრობაზე ვერ დავამყარებ", - განაცხადა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვატო ლეჟავამ. მისი თქმით, ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, საქართველოს "სამოსანი" მთავრობა ჰყავს. მაგალითად ლეჟავას, პირველ კვარტალში შემცირებული ექსპორტი მოყავს და ამბობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 3 პროცენტითაც ვერ გაიზრდება.
 
"3%-იც რომ იყოს ეკონომიკური ზრდა ეს იქნება ძალიან ცუდი შედეგი. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალ წელს ეს მთავრობა აღარ იყოს საქართველოს მთავრობა.
ამ მოკლე პერიოდში, მე ვფიქრობ რომ დიდ ბიზნესებს თაფლობის თვე ახალ პრემიერთან უკვე ჰქონდათ და ამ თაფლობის თვის ჩავლის შემდეგ დავბრუნდით რეალობაში. რეალობა კი შემდეგია: ეკონომიკური პარამეტრებით ჩვენ გვყავს სამოსანი მთავრობა. თან პარალელურად საგნები ეტენება.

ამ თაფლობის თვის დამაგვირგვინებელი იყო ის, რომ ბიზნესი მივიდა მთავრობასთან და შენი ჭირიმე არ დამზოგო და დამბეგრეო უთხრა, ცოტა ხანი გადაგვივადე შემცირებული გადასახადებიო - რაც აბსურდია. რომ ეთქვათ ფისკალური წლის ბოლომდე გადაგვივადეო რაღაც ტექნიკური ეფექტი მაინც იქნებოდა", - განაცხადა ლეჟავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები