აბუ-დაბის საინვესტიციო ფონდმა ელექტრომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანია NIO-ში 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარი დააბანდა. ამ საინვესტიციო რაუნდის შემდეგ, აბუ-დაბის ფონდი NIO-ს 20.1%-იანი წილის მფლობელი, ანუ კომპანიის უმსხვილესი ინვესტორი გახდება.
რაც შეეხება NIO-ს, ეს კომპანია ჩინეთში 2014 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი ახალი თაობის ელექტრომობილების შექმნაა. სხვა ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიებისგან განსხვავებით, NIO-ს მიზანი არა ბიუჯეტური ელექტრომობილების გამოშვება, არამედ Mercedes-ის, BMW-სა და Tesla-ს კონკურენტის შექმნაა, რაც მარტივი ამოცანა ნამდვილად არ არის.
ინვესტორები NIO-ზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 15 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც მას ელექტრომობილების ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ აქცევს, რომელიც 2025 წლიდან აქტიურად გეგმავს დასავლურ ბაზრებზე გამოჩენას.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.