მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AC Shadows-ს 5 მილიონზე მეტი მოთამაშე ჰყავს - როგორია Ubisoft-ის ფინანსური ანგარიში?

Ubisoft
BM. GE
23.07.25 22:03
407

Assassin’s Creed-ისა და Far Cry-ს შემქმნელმა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა დეველოპერულმა კომპანია Ubisoft-მა უახლესი ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

შედეგების თანახმად, ყველაზე დიდი მოგება AC-ს ფრენჩაიზის იაპონურ მოტივებზე შექმნილმა თამაშმა მოიტანა. Assassin’s Creed Shadows-ს მოთამაშეების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. მეტიც, ეგზემპლარების ერთ დღეში გაყიდვების რაოდენობით AC Shadows-ი მხოლოდ 2007 წელს გამოშვებულ Assassin’s Creeds ჩამორჩა.

ვითარება Ubisoft-ის ასევე პოპულარული თამაშის, Rainbow Six Siege-ის შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებულია. კერძოდ, ივნისში გამოშვებული განახლების შემდეგ ვირტუალური ვალუტის გამოყენებას ტექნიკური პრობლემა გაუჩნდა, რამაც თამაშის ეკონომიკური ბალანსი მოშალა. შედეგად, შემცირდა მოთამაშეების რაოდენობა და ის თანხაც, რომელსაც გეიმერები ხარჯავდნენ ვირტუალური ვალუტის შესაძენად.

ამ ყოველივეს მიუხედავად, კომპანია მომავალს იმედიანად უყურებს. Tencent-ის მიერ €1.16-მილიარდად კომპანიის აქციების 25%-ის შეძენა Ubisoft-ს არსებული ფრენჩაიზებისა თუ ახალი თამაშების შექმნაში აუცილებლად დაეხმარება.

კომპანიაში მოელიან, რომ მომდევნო კვარტალში გაყიდვები €450 მილიონ ევროს მიაღწევს. დაგეგმილი თამაშების გამოქვეყნებით 2027 ფისკალური წლისთვის კი ისევ მოგებაზე გავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები