მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Acer-ის ახალი თაობა - კომპანიამ ახალი პროდუქტები წარადგინა

61682c1473c24
BM.GE
14.10.21 18:00
1697
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ანტიმიკრობული ხაზის პროდუქტები, რომელთა ზედაპირიც ვერცხლის იონებით არის დაფარული, რის შედეგადაც, ლეპტოპები, მონიტორები თუ გარე აქსესუარები მათ ზედაპირზე მოხვედრილ მიკრობებს ანეიტრალებენ.

Acer TravelMate Spin P4 არის ბიზნეს კლასის ლეპტოპი, რომლის სრული ზედაპირიც, კონსტრუქცია, თაჩფედი, კლავიატურა და სხვა ნაწილები, რომლებიც მუდმივ შეხებაში არიან, დაფარულია ვერცხლის ანტიმიკრობული იონებით. ლეპტოპს აქვს ახალი, Intel-ის მეთერტმეტე თაობის i7პროცესორი და 1 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD მეხსიერება, ხოლო მისი კლავიატურა კი სითხისგან დამცავი ზედაპირითაა დაფარული, შედეგად ის შემთხვევით წაქცეული ჭიქა ყავისგანაც დაცულია. ლეპტოპის მაღალი გარჩევადობის (1920X1080) ეკრანი “გორილა” მინით არის დაფული, აქვს ხელით შეხების ფუნქცია და ის 360 გრადუსით მოძრაობს. 14-ინჩნიანი ლეპტოპის წონა მხოლოდ 1.53 კილოგრამია, მისი სისქე კი 2 სანტიმეტრზე ნაკლებია. მისი ბატარეა ერთი დატენვით 13.5 საათი მუშაობს, ამასთან, კომპიუტერს გააჩნია LTE ინტერნეტის მხარდაჭერის ოფცია და თითის ანაბეჭდის სენსორი.



Acer Enduro Urban N3 ასევე ვერცხლის ანტიმიკრობული ზედაპირით დაფარული, 14-ინჩიანი ლეპტოპია, რომელიც თავისი კონსტრუქციის გამძლეობით გამოირჩევა. მეტიც მას აქვს სამხედრო დონის (MIL-STD 810H) გამძლეობის სერტიფიკატი და წყლისგან და მტვრის ნაწილაკებისგან დაცვის IP53 მაჩვენებელი.

ახალი ლეპტოპი აღჭურვილია Intel-ის მეთერტმეტე თაობის i7 პროცესორითა და NVIDIA GeForce MX330 ვიდეო დაფით. მას 32 გიგაბაიტამდე DDR4 მეხსიერების მხარდაჭერა აქვს, ხოლო ბატარეის ერთი დატენვით კი 13 საათის განმავლობაში შეუძლია მუშაობა.



Acer Enduro Urban T3 არის ტაბლეტი, რომელიც ასევე ანტიმიკრობული ზედაპირითაა დაფარული. მას გააჩნია 10-ინჩიანი ეკრანი და მაღალი გამძლეობის, სამხედრო დონის (MIL-STD-810H) სიმტკიცის კპრპუსი, ტაბლეტის ეკრანი 600 ნიტის განათებას აღწევს, ხოლო ეკრანის თავზე კი მას 5 მეგაპიქსელის გაფართოების კამერა აქვს. ტაბლეტი აღჭურვილია კომპანია MediaTek-ის რვაბირთვიანი პროცესორით, ხოლო მისი მეხსიერება კი 4 გიგაბაიტია.

ამასთანავე, Acer-მა წარადგინა პროდუქტების კიდევ რამდენიმე ხაზიც, მათ შორისაა ახალი Acer Aspire Vero და Acer TravelMate Vero, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნებზე ორინეტირებულ პროდუქტებს წარმოადგენენ. კერძოდ კი მათი შეფუთვისთვის გამოყენებული მასალები Recycled პროდუქტებს განეკუთვნება, ხოლო კორპუსის შიგთავსი 30%-ით გადამუშავებული პლასტმასია, რაც ამ ლეპტოპების წარმოების კარბო-ემისიებს 21%-ით ამცირებს. Vero-ს ხაზი ლეპტოპებთან ერთად მინი პერსონალურ კომპიუტერსა და მონიტორსაც მოიცავს.



Acer-მა მომხმარებლებს ლეპტოპების, კომპიუტერების, მონიტორებისა და ტაბლეტების გარდა, 4K გაფართოების მქონე პროექტორიც წარადგინა. ლაზერული პროექტორი ეკრანიდან “ულტრა-მოკლე”, 31 სანტიმეტრის დაშორებით თავსდება, საიდანაც ის 120 ინჩის დიაგონალის მქონე გამოსახულებას ქმნის. პროექტორისთვის გამორჩეულად მაღალია და 2,000,000:1-ს შეადგენს გამოსახულების კონტრასტი. პროექტორი აღჭურვილია ორი დინამიკით, რომელთა სიმძლავრეც 10 ვატს შეადგენს, ამასთან EcoProjection ტექნოლოგიის დახმარებით, ლაზერული პროექტორის განათების სიცოცხლის ხანგრძლივობა 30,000 საათამდე არის გაზრდილი.



“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სახლის კინოთეატრებსა და პროექტორებზე არსებულ მოთხოვნას ვუპასუხოთ,”- აცხადებს ვიქტორ ჩენი, Acer-ის ციფრული გამოსახულების მიმართულების ხელმძღვანელი.

პროექტორთან ერთად Acer-მა გეიმინგ მონიტორებიც წარადგინა, მათ შორის 27-ინჩიანი WQHD მონიტორი 300 ჰერცის სიხშირის ეკრანითაა აღჭურვილი, რაც გეიმერებს ახალი თაობის პერფორმანსს სთავაზობს. ასევე 27-ინჩიანი CB273U მონიტორი კი პროფესიონალებისთვის წარმოადგენს შესანიშნავ ეკრანს ფოტოებისა და ვიდეოს კალიბრაციისთვის.

ახალი პროდუქტების პრეზენტაცია - ვიდეო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები