მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარა ჭადრაკში მსოფლიო ოლიმპიადას უმასპინძლებს

5b2a0958ba570
მარიამ ადამია
20.06.18 11:58
593
აჭარა სექტემბერ–ოექტომბრის პერიოდში მსოფლიო ოლიმპიადას მასპინძლობს ჭადრაკში. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარიძემ, საქმიანი დილის ეთერში აღნიშნა, ღონისძების ფარგლებში, რეგიონში დელეგატები და ვიზიტორები, 189 ქვეყნიდან ჩამოვლენ, ხოლო უშუალოდ ოლიმპიადაში ჩართული იქნება 5 ათასამდე მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან. ამიტომაც, თავმჯდომარის თქმით, აჭარა განსაკუთრებულად და საგანგებო რეჟიმში ემზადება ამ დღისთვის. შენდება სპორტული ობიექტები და წესრიგდება ინფრასტრუქტურა, სადაც უშუალოდ უნდა ჩატარდება მსოფლიო ოლიმპიადა. ყველაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტად კი, ზურა პატარიძე ბათუმის ცენტრალურ სტადიონს ასახელებს, რომელიც უეფას სტანდარტებით შენდება და უახლოეს მომავალში უეფას სპეციალისტებსაც ელოდებიან რეგიონში იმისათვის, რომ სტადიონს რევიზია ჩაუტარდეს და შემოწმდეს მშენებლობის პროცესები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები