მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აჭარა ჯგუფი" კახეთში ე.წ Farm2Table - კონცეფციის სასტუმროს ააშენებს

5c65356a8e4bf
თამუნა ქემერტელიძე
14.02.19 09:20
6962
“აჭარა ჯგუფი” კახეთში ე.წ farm-to-table - კონცეფციის სასტუმროს ააშენებს-ამის შესახებ Bmg-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ განუცხადა. მისი თქმით, ეს იქნება კონცეფცია, რომელიც სტუმრებს საშუალებას მისცემს, თუნდაც ცოტა ხნით იცხოვრონ ფერმერის ცხოვრებით და თვითონ დაკრიფონ მოსავალი, რომლითაც მათთვის სასურველ კერძს მოამზადებენ.

ამასთან, როგორც ჩეხერია ჩვენთან საუბარში აცხადებს, სასტუმრო კახეთში  უდაბნოს ტერიტორიაზე აშენდება, სადაც კომპანიას პროექტ “უდაბნოს” ფარგლებში ნუშის ბაღები აქვს გაშენებული.

“ჯერ პროექტი მზად არაა, თუმცა 2020 წლის ბოლოს სასტუმრო უკვე გვექნება კახეთში უდაბნოს ტერიტორიაზე”-აცხადებს ჩეხერია.

შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ “აჭარა ჯგუფმა” ნიუ-იორკში სასტუმრო “ROOMS”-ის გახსნა დაანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები