მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აჭარა ჯგუფი" "ROOMS"-ის სასტუმროს ნიუ-იორკში გახსნის

5cd7f4edaa34f
ელენე გოგბერაშვილი
12.05.19 14:40
1787
„აჭარა ჯგუფის“ სამომავლო გეგმებში „ROOMS”-ის ბრენდის სასტუმროს ქსელის გაფართოვება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც აქტიურად განიხილება.

“Adjara Group Hospitality”-ს გენერალურმა დირექტორმა „ფორბსის კვირაში“ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორებთან, რომ ROOMS-ის სასტუმრო ნიუ-იორკში გახსნან.


„იმდენად დიდი აღიარება მოიპოვა ROOMS-ის ბრენდმა და იმდენად თავისი სახე შექმნა მსოფლიო Hospitality სექტორში, რომ საზღვრებს გარეთ გასვლა რეალურად მიგვაჩნია. პარტნიორები გვყავს. აშშ პირველია, სადაც ვფიქრობთ ნამდვილად სასტუმროს გახსნას. ჯერჯერობით ვუყურებთ, ვუმიზნებთ. ჯერჯერობით არ არის შერჩეული შენობა, თუმცა ამაზე ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში რეალურად გავაკეთებთ“-აცხადებს ვალერი ჩეხერია.

მიმდინარე წელს „აჭარა ჯგუფი“ ROOMS-ის სასტუმროებს გახსნის მიტარბში და ბათუმში. სამომავლოდ სასტუმროების ქსელს კახეთის მიმართლებაც შეემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები