მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმროს Stamba ხსნის

5ae845019f209
BM.GE
01.05.18 14:43
3276
ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში განთავსდება. პირველ ეტაპზე სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suite-ი (79 კვ.მ) მშენებლობის მთლიანად დასრულების შემდგომ სასტუმრო სტამბაში 150 ნომერი იფუნქციონირებს.

სასტუმროში განთავსებულია „კაფე სატმბა“ (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო.

სასტუმროში ასევე განთავსებულია კაზინო ავიატორი (Aviator).

აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის Adjara Arch Group-ის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. გამომცემლობის ისტორიული შენობის პირველადი ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.

სასტუმრო Stamba Design Hotels-ის წევრი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები