მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში შემავალმა ჯგუფმა მერკურიმ Gzavnili.com შეიძინა

641868f24ac0d
BM.GE
20.03.23 18:09
1631
აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში შემავალმა ჯგუფმა მერკურიმ, რომელიც ბრენდების - VELI.store, „სქროლი“ და ქარი“ მფლობელია, კომპანია Gzavnili.com შეიძინა.

“Სქროლი” და “ქარი” უკვე არაერთი წელია მომხმარებელს ისეთ ტრანსპორტს სთავაზობს, რომელიც მას დატვირთულ ქალაქში გადაადგილებას გაუადვილებს და ამით დროის დაზოგვაში დაეხმარება. ამ რესურსის გამოთავისუფლების მიზნით შეიქმნა საქართველოში წამყვანი ელ.კომერციის პლატფორმაც - VELI.store. ის 30 000-ზე მეტ უნიკალურ პროდუქტს ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყველა საჭირო ნივთი ონლაინ შეიძინოს, შეკვეთა მისთვის სასურველ დროის ინტერვალში მიიღოს და ამით დრო დაზოგოს.

კომპანია გზავნილი 12 წელია ოპერირებს და მის მთავარ მისიას, აშშ-დან საქართველოში ტვირთებისა და ამანათების ტრანსპორტირებას, წარმატებით ახორციელებს. ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ არსებული საქმიანობის გარდა, Gzavnili.com სრულფასოვანი ლოჯისტიკური ცენტრი გახდება.

„მერკურის ეკოსისტემის ტექნოლოგიური განვითარებისთვის Gzavnili.com-ის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიას აშშ-დან ამანათების ტრანსპორტირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც ჰყავს. Gzavnili.com-ის უპირატესობა არის ის, რომ კომპანიას აშშ-ში კარგად აწყობილი საოპერაციო სისტემა აქვს - ტვირთები და ამანათები გზავნილის კუთვნილი ტრანსპორტით გროვდება და მათი საქართველოში ტრანსპორტირების ფასიც ბაზარზე ყველაზე დაბალია.

ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ Gzavnili.com-ის არსებული ინფრასტრუქტურა და ის, ჩვენი რესურსების გამოყენებით, კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ.” - არჩილ კახიძე, მერკური ჯგუფის თანადამფუძნებელი.

VELI.store საკუთარი საწყობითა და ავტომობილებით ოპერირებს, რაც მომხმარებლისთვის სასურველ დროის ინტერვალში მიწოდებას შესაძლებელს ხდის. თბილისში შენაძენის მიწოდებას, საშუალოდ 3 საათი სჭირდება. ამ სისტემის გამოყენებით მომხმარებელი Gzavnili.com-ის ამანათებსაც ბევრად სწრაფად მიიღებს.

Gzavnili.com პროდუქციის იმპორტშიც შეიტანს წვლილს, რაც ველის ვებგვერდზე განთავსებულ ასორტიმენტს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ხელმისაწვდომს გახდის.

“Gzavnili.com-ისთვის სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს. ვაპირებთ, როგორც საქართველოს მასშტაბით საქალაქთაშორისო გადაზიდვების შეთავაზებას, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამანათების გამოგზავნის სერვისის დამატებას. დაგროვილი გამოცდილებით და გამართული საოპერაციო მოდელით, აუცილებლად გავალთ მეზობელ ქვეყნებში, რათა მომხმარებელს ახალი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ.” - ჯუღა სიხარულიძე, Gzavnili.com-ის დირექტორი.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები