მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აჭარა ჯგუფის" პირველი კომენტარი ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე

5cf8cd88c4568
ლიკა გურაბანიძე
06.06.19 12:22
2961
"აჭარა ჯგუფმა" მისი შვილობილი კომპანია "ავიატორის" ვერტმფრენის ყაზბეგში ჩამოვარდნასთან დაკავშირებით BM.GE-სთან პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც "აჭარა ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა, გარდაცვლილია სამი ადამიანი, სამივე მათგანი კომპანიის თანამშრომელი იყო, მათ შორის ერთი პილოტი და ორი – ექსკურსიის ორგანიზატორი.

ამასთან, ვალერი ჩეხერიას განმარტებით, ამ ეტაპზე სხვა სახის კონკრეტული დეტალები უცნობია. ჩეხერია ვერტმფრენის გაუმართაობის ფაქტს გამორიცხავს.

"ტექნიკური დეტალების დადგენა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გამოძიება უკვე დაწყებულია და ჩვენც მის პასუხს ველოდებით. ვერტმფრენი ტექნიკურად გაუმართავი არ ყოფილა, ის გამართული იყო და შემოწმება გავლილი ჰქონდა. სხვა სახის დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვისაც უცნობია", - განაცხადა "აჭარა ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები