მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარა ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებისას ხორვატიის მაგალითს გაიზიარებს

5b73fcf2c54ed
თელარა გელანტია
15.08.18 14:12
841
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურიზმის 2018-2025 წლების სტრატეგიის მიხედვით ამ ეტაპზე არსებული კვლევები განიხილა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს ისეთ თემატურ კონცეფციებს, როგორებიცაა სერვისის განვითარება, ტურისტული პროდუქტების განვითარება (მუნიციპალიტეტების მიხედვით) და ბათუმის ისტორიული უბნის (ძველი ბათუმი), როგორც ტურისტული პროდუქტის განვითარების მიმართულებებს.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში, მსგავსი თემატური კვლევები უმნიშვნელოვანესია.

„აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება ხდება ერთ-ერთი ტურისტულად წარმატებული ევროპული ქვეყნის (ხორვატია) მაგალითის გაზიარების მიხედვით.

რეგიონში ტურიზმის განვითარების გრძელვადიან მთავარ დოკუმენტზე მუშაობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გაზაფხულზე დაიწყო და იგი საბოლოო სახეს დეკემბრის ბოლომდე მიიღებს. დოკუმენტის გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში აჭარის ტურიზმის 2025 წელს მისაღწევი მიზნები და შესასრულებელი სამუშაოები განისაზღვრება“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები