ტურიზმი, ყაზახეთის რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ საყრდენ მიმართულებად იქცა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიზნობრივი დანიშნულების პოპულარიზაციამ, საჰაერო კავშირების გაფართოებამ და მტკიცე ბიზნესთანამშრომლობამ ყაზახეთი და აჭარა სტრატეგიულ და სტაბილურად მზარდ ტურისტულ პარტნიორებად გარდაქმნა.
ყაზახეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ამ თანამშრომლობის სიღრმეს ნათლად ასახავს. 2021 წელს ყაზახეთიდან საქართველოში 66,787 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 178,930-მდე გაიზარდა, რაც 168%-იან ზრდას წარმოადგენს. 2025 წელსაც მაჩვენებელი მაღალი დარჩა და 169,367 ვიზიტი შეადგინა.
ანალოგიური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება აჭარაშიც. ყაზახეთის მოქალაქეთა ვიზიტები აჭარაში 2021 წელს 12,460-დან 2024 წლისთვის(და 22,414-მდე — 2025 წლისთვის) 24,359-მდე გაიზარდა, რაც 2021 წელთან შედარებით 95%-იან ზრდაზე მიუთითებს.
ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ყაზახეთმა მყარად დაიმკვიდრა თავი, როგორც აჭარის ერთ-ერთი სტრატეგიული შემომყვანი ტურისტული ბაზარი.
საჰაერო კავშირები გადამწყვეტ როლს ასრულებს ტურისტული ნაკადების ფორმირებაში. ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპია ავიაკომპანია FlyArystan-ის მიერ გამოცხადებული პირდაპირი სეზონური ავიამიმართულება ასტანა – ბათუმი – ასტანა 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის.
ავიაკომპანიის გამოქვეყნებული განრიგის თანახმად, რეისები შესრულდება 2026 წლის 2 ივნისიდან 29 აგვისტომდე, კვირაში ორჯერ (სამშაბათობით და შაბათობით), კონკურენტული საწყისი ტარიფით — 68,000 ყაზახური ტენგე (360 ლარი) ერთი მიმართულებით.
ყაზახეთსა და აჭარას შორის ზაფხულის სეზონზე პირდაპირი ფრენები რამდენიმე ქალაქიდან სრულდება, რაც მოთხოვნასთან თავსებადობაში იყო, ხოლო ასტანა-ბათუმის პირდაპირი ფრენის დამატება ყაზახეთი-აჭარის საჰაერო კავშირს მნიშვნელოვნად ზრდის და მოთხოვნის სტაბილურ ზრდას ადასტურებს.
ყაზახეთი აჭარის ერთ-ერთ სტრატეგიულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, რასაც ჯერ კიდევ 2015 წლიდან მიზნობრივი პოპულარიზაცია, მედიააქტივობები და ტურისტულ სექტორთან თანამშრომლობა უჭერს მხარს. ინიციატივები მოიცავს რეგულარულ მედიასა და ინფლუენსერების ვიზიტებს, რაც წამყვან ყაზახურ ტელეარხებსა და ციფრულ პლატფორმებზე შუქდება, მიზნობრივ კამპანიებს სხვადასხვა ქალაქებში, ტურისტული მიმართულების პრეზენტაციებს, ყოველწლიურად მონაწილეობის მიღებას ყაზახეთის მთავარ ტურისტულ გამოფენაში “Kazakhstan International Exhibition Tourism & Travel” (KITF).
ამ თანმიმდევრულმა თანამშრომლობამ, ყაზახი მოგზაურებისთვის ბათუმისა და აჭარის ცნობადობა, როგორც ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის მქონე და საოჯახო დასვენებაზე ორიენტირებული ტურისტული მიმართულება, მნიშვნელოვნად გააძლიერა.
ყაზახეთსა და აჭარას შორის პირდაპირი საჰაერო კავშირის გაფართოებას ორივე მხარისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს:
• მოგზაურობის დროის შემცირება, რაც ამარტივებს მოგზაურობის დაგეგმვას და ზრდის ჯავშნების რაოდენობას;
• ტუროპერატორული პაკეტების გაძლიერება უფრო პროგნოზირებადი სეზონური პროგრამებით;
• ბიზნესმობილობის ზრდა, მათ შორის მოკლევადიანი კორპორატიული ჯგუფებისა და ბიზნეს ვიზიტორების სეგმენტის მიმართულებით;
• სეზონური სტაბილურობის განმტკიცება ბათუმისა და აჭარის რეგიონის სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, გასართობი და მომსახურების სექტორისთვის.
ყაზახეთი – აჭარის ტურისტული თანამშრომლობა ნათელ მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია თანმიმდევრულ მარკეტინგულ აქტივობეს და გაუმჯობესებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას გრძელვადიანი შედეგების შექმნა. ასტანასა და ბათუმს შორის პიკის სეზონის განმავლობაში პირდაპირი კავშირის ამოქმედებით, პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც მოთხოვნის დივერსიფიკაციით, ბიზნესკავშირების გაძლიერებითა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებით ხასიათდება.

























