მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარასა და იმერეთში საველე ჰოსპიტალების მოწყობაზე მუშაობა დაიწყო - მინისტრის მოადგილე

611e1847a3e3f
თათია ჩაფიჩაძე
19.08.21 12:36
745
თბილისის გარდა, საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე მუშაობა იმერეთსა და აჭარაშიც დაწყებულია. როგორც მედიასთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოაგდილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, ამ დროისთვის საწოლფონდის მობილიზების რესურსი ორივე რეგიონში ჯერ ისევ არსებობს, თუმცა ვითარების გაუარესების შემთხვევაში, რეგიონი პაციენტებს საველე ჰოსპიტალებში მიიღებს.

„საველე ჰოსპიტალი ჩვენთვის მზაობის და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობაა. დაწყებულია ამაზე მუშაობა როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში, რადგან ეს არის ორი დიდი რეგიონი, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ჯობია მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ვიდრე მერე მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. ამდენად მიმდინარე სამუშაოები პროცესშია. იმედი გვაქვს, რომ ეს არ დაგვჭირდება, რადგან ჯერჯერობით, ორივე რეგიონში დამატებითი საწოლების მობილიზების შესაძლებლობა არის, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“, - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები