მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარაში 2016 წლის 6 თვეში 208.1 მილიონი დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა

57c4196b01c8a
BM.GE
29.08.16 15:15
1373
2016 წლის 6 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით აჭარაში ინვესტიციები 26%-ით არის გაზრდილი. აჭარაში 2016 წლის 6 თვეში 208.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 154.2 მილიონი აშშ დოლარი უცხოური, ხოლო 53.9 მილიონი აშშ დოლარი ადგილობრივი კერძო ინვესტიციაა.

ენერგეტიკა 49,5%-ით ლიდერობს, ტურიზმზე 30,1%, მშენებლობის სფეროზე 18,4%, ხოლო სხვა დარგებზე 2,0% ინვესტიცია მოდის.

უცხოური ინვესტიციები წლიურ დინამიკაში:

• 2012 წელი 59,0 მლნ მლნ აშშ დოლარი
• 2013 წელი 68.6 მლნ აშშ დოლარი
• 2014 წელი 182.4 მლნ აშშ დოლარი
• 2015 წელი 278.5 მლნ აშშ დოლარი

2015 წლის წლიური მონაცემების (366 მლნ აშშ დოლარი) შედარება წინა წლებთან:

• 2012 წელი - 152 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 141%
• 2013 წელი - 195 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 88%
• 2014 წელი - 277 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 33%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები