მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში "აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლობის გახსნა იგეგმება

5b69288d9fe3d
დავით ჯალაღონია
07.08.18 09:04
855
აჭარის მთავრობა მეწარმეებისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდას სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დახმარებით აპირებს. ამის შესახებ bm.ge-ს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა.

"ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ იმ კურსთან, რაც ეკონომიკური კუთხით ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს და ეს გულისხმობს რეგიონის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ამისთვის ვაპირებთ, რომ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, ბიზნეს გრემო კიდევ უფრო დაიხვეწოს და მოხდეს ბიზნესის ინტერესებისა და კარგი ბალანსის დაცვა ჩვენს სახელმწიფო ინტერესებსა და კერძო სექტორს შორის. ამიტომ "აწარმოე საქართველოს" წარმომადგენლობა უნდა გავხსნათ მალე, რადგან აჭარიდან მიმართვიანობა ძალიან დაბალია, სულ ორი პროექტია დაფინანსებული", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და დასძინა, რომ "აწარმოე საქართველოში" - ეს არის ყველაზე მოკლე დროში განსახორციელებელი მექანიზმი, რომელიც რეგიონში უნდა დაინერგოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები