მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარაში ბელორუსულ - ქართული სავაჭრო სახლი დაარსდა

ბელარუსი
21.07.25 15:37
1031

ბელარუსის ახალმა ელჩმა საქართველოში, ნიკოლაი როგაშუკმა, ბათუმში ვიზიტის დროს „ბელარუსულ-ქართული სავაჭრო სახლთან“ ხელი მოაწერა მემორანდუმს, ბელარუსული პროდუქციის ექსპორტის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

დოკუმენტი ითვალისწინებს ბათუმში ლოგისტიკური და სადემონსტრაციო ჰაბის შექმნას ბელარუსული სამშენებლო მასალებისა და სხვა ბელარუსული პროდუქციისთვის, მარკეტინგული კვლევების ჩატარებას და სარეკლამო კამპანიების დაწყებას, რაც მიზანმიმართული იქნება ბელარუსული პროდუქციის პოზიციების გაძლიერებისკენ ქართულ ბაზარზე. ჰაბის ამოქმედება დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე.

მხარეები შეთანხმდნენ პროდუქციის პოპულარიზაციის სტრატეგიულ მიდგომაზე - სამშენებლო მასალებიდან დაწყებული, მსუბუქი მრეწველობის საქონლით დამთავრებული. სავაჭრო სახლი წარმოადგენს ბელარუსი მწარმოებლების ინტერესებს რეგიონში და ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესებთან კონტრაქტების გაფორმებას.

„წარმოებულია ბელარუსში“ — ეს არის ხარისხის ნიშანი ჩვენი ქართული ბაზრისთვის, — ამბობს სავაჭრო სახლის აღმასრულებელი დირექტორი ვერონიკა ჩიჩკო. — ბაზარზე ხშირად გვაკლია მაღალი ხარისხის პროდუქცია ბაზრისთვის მისაღებ ფასად. ხოლო ბელარუსის ძლიერი საწარმოო ბაზას შეუძლია დაეხმაროს ამ დეფიციტის აღმოფხვრაში. დღესდღეობით, საქართველოს ბაზარზე უკვე ბევრი ბელორუსი მწარმოებელია წარმოდგენილი და მათი პროდუქცია პოპულარობით სარგებლობს. თუმცა იმ პროდუქციის სია, რაც ბელარუსს შეუძლია ქართულ ბაზარს შესთავაზოს, ბევრად უფრო ფართოა. ჩვენი ამოცანაა, დავაკმაყოფილოთ ქართული ბაზრის მოთხოვნა ამ პროდუქციაზე.

ბათუმში ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის ელჩმა ნიკოლაი როგაშუკმა შეხვედრები გამართა ქართველ მეწარმეებთან, მოინახულა ბელარუსული საკვები პროდუქტების მაღაზიები, ასევე სამშენებლო ჰოლდინგ European Village-ის ობიექტები, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ბელარუსი სპეციალისტი მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები