მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარაში ციტრუსს 20-მდე კომპანია იბარებს“ - ოთარ შამუგია

6389f6fbc6ef0
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.22 17:19
477

გარემოს დაცვის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით, აჭარაში ციტრუსს 20-მდე კომპანია იბარებს - ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მალხაზ კენჭაძის ბაღში, მანდარინის კრეფის პროცესში მონაწილეობისას და ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის რომ ფერმერებმა ციტრუსის აღება, რეალიზაცია და შემოსავლის მიღება შეძლონ სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების და რეალიზაციის პროცესი დაწყებულია. მოგეხსენებათ, ციტრუსი როგორც აჭარაში, ასევე გურიის რეგიონში მოსახლეობის ნაწილისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პროცესს, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს მოსავლის დაბინავება, რეალიზაცია და მიიღოს შემოსავალი. სწორედ ამიტომ შექმნილია შტაბი, რომელიც ამ პროცესს კოორდინაციას უწევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიცემა სუბსიდია. 20-მდე საწარმო იღებს როგორც გადამუშავებისთვის, ასევე საექსპორტო მანდარინს და პროცესი ამ კუთხითაც გამართულია. ჩვენ აქაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კულტურაში, ხელს ვუწყობთ ფერმერებს, რომ სრულად დააბინაონ მოსავალი და შესაბამის შემოსავალი მიიღონ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ფერმერ მალხაზ კენჭაძეს 0,7 ჰა ფართობზე 700 ძირი მანდარინი აქვს გაშენებულ. მიმდინარე წელს, ფერმერი 10 ტონამდე მოსავალს ელოდება. როგორც ფერმერმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, ციტრუსის სუბსიდირების პროგრამა კი, ფერმერებისთვის დიდი შეღავათია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები