მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აჭარაში და თბილისში ინფიცირების ნახტომისებრი მატება, საბედნიეროდ, აღარ გვაქვს“ - გაბუნია

611e0ee56ae81
თათია ჩაფიჩაძე
19.08.21 11:55
1128
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ეპიდვითარების დასტაბილურებას, რეგულაციების შემოღების გათვალისწინებით, მომდევნო კვირიდან პროგნოზირებს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო ტენდენციებით შემთხვევების საგანგაშო ზრდა თბილისსა და აჭარაში აღარ ვლინდება.

„შეზღუდვების დაწესების შემდეგ სულ მცირე 2 კვირა სჭირდება იმას, რომ ჩვენ დავინახოთ ეფექტი. გამომდინარე აქედან მიმდინარე კვირა, ასევე კიდევ მომდევნო კვირა იქნება ის პერიოდი, რაც ჩვენ სტაბილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. დღევანდელ სიტუაციაში მატება უფრო აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება დაიწყო შედარებით გვიან ეს არის იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი. აჭარაში და თბილისში ნახტომისებრი მატება მიმდინარე პერიოდში საბედნიეროდ აღარ გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგილაციებს, რაც ბოლო პერიოდში დაწესდა“, - აცხადებს გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები