მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით გაიზარდა - მთავრობა

6419719443085
BM.GE
21.03.23 12:55
511
2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 116.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37%-ით აღემატება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"ბიზნეს საქმიანობის ეს დადებითი ტენდენცია განპირობებულია იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს. ეს არის განმაპირობებელი იმ ნდობის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ როგორც ეკონომიკურ, ისე საინვესტიციო პოლიტიკას, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ შარშანდელი შედეგები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ზრდის ტენდენციაა ბიზნეს სექტორის 2022 წლის კვარტალურ მაჩვენებლებშიც. IV კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ბრუნვა გაზრდილია 20%-ით, გამოშვება 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები