აჭარის რეგიონში თევზის წარმოებისათვის მტკნარი წყლის რესურსები მინიმალურადაა გამოყენებული, ამის შესახებ Bm.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფორეჯის“ დამფუძნებელმა, სოფო დიასამიძემ განუცხადა. მისი შეფასებით, რეგიონში დარგის განვითარებისათვის დაგეგმილი სხვადასხვა საქმიანობებიდან, ერთ-ერთი მთავარი, წყლის ეფექტური გამოყენების საკითხებზე ადგილობრივი თევზმწარმოებლების ცნობიერების დონის ამაღლებაა.
,,წყლის რესურსები, რომლითაც მდიდარია აჭარის რეგიონი და განსაკუთრებით ქედის მუნიციპალიტეტი, საჭიროებს მის უფრო ეფექტურ გამოყენებას. ამჟამად ამ რესურსის მხოლოდ მცირედია ათვისებული, რაც არარენტაბელურის ხდის მეთევზეობის დარგს, როგორც ფერმერისათვის, ასვე ეკონომიკისთვის. თევზსაშენ საწარმოში აუცილებელია ჰიდროინჟინრის რეკომენდაციები, რათა უზრუნველყოფილი იქნას წყალმომარაგების ოპტიმალურობა და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი რისკები“ - განაცხადა სოფო დიასამიძემ.
მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიული განვითარების დოკუმენტიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ არსებული საკალმახე მეურნეობების მხოლოდ 8%-ია დატვირთული, ისიც მეტ-ნაკლებად ინტენსიურად.
,, ყოველივე ზემოთ ხსნებულიდან გამომდინარე, ორგანული აკვაკულტურის ასოცაიცა „ფორეჯის“ ორგნიზებით და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, თევზმომშენებლი ფერმერებისთვის, წყლის მიღებისა და ეფექტურად გამოყენების საკითხებზე, სამდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ჩატარდა. ფერმერებს საშუალება მიეცათ ჰიდროინჟინერთან ერთად მოეხდინათ თავიანთ მეურნეობებში რისკების შეფასება და არსებული ხარვეზების გამოსწორებისათვის ღონისძიებებიც დაეგეგმათ“ - განაცხადა სოფო დიასამიძემ.