მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღება შეფერხდა - მიზეზი კლიმატური პირობებია;

უამინდობის გამო ციტრუსის მოსავლის აღება შეფერხდა. კლიმატური პირობების გამო მოსავალს ფერმერები თითქმის ერთი კვირა ვერ იღებენ, რამაც პროდუქციის ექსპორტის შეჩერებაც გამოიწვია. სექსპორტიორი კომპანიების ინფორმაციით, ქართული მანდარინის გასაღების მთავარი ბაზარი ტრადიციულად, წელსაც რუსეთია. მათი ინფორმაციით, წელს ციტრუსის რაოდენობრივი მოსავალი შემცირებულია, თუმცა გაუმჯობესებულია ხარისხობრივი მაჩვენებლები, რამაც შესასყიდი ციტრუსის ფასი დაახლოებით 20%-ით გაზარდა. მიმდინარე ეტაპზე სხვადასხვა კატეგორიის მანდარინის ღირებულება 1 ლარიდან 1,50 ლარამდე მერყეობს. მიმდინარე წელს აჭარაში ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები