აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ხარისხის ნიშანი "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" 16 ტურისტულ ობიექტს გადაეცა. მათ შორის იყვნენ რეგიონში არსებული ბრენდული სასტუმროები ჰილტონი, შერატონი და დივან სუიტი. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.
"რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" არის ინოვაციური პროექტი. აჭარის ტურიზმისი და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი გაზაფხულზე დაიწყო და პირველ ეტაპზე, ხარისხის ნიშანი 18-მა ობიექტმა მიიღო. დღეს, კი მათი რიცხვი 34-მდე გაიზარდა. პროექტი გრძელდება და აგვისტოს ბოლომდე ხარისხის ნიშანს რამდენიმე ობიექტი ისევ მიიღებს, რადგან მეორე ეტაპზე კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 29 ობიექტი ცდილობს.
"პროექტი ემსახურება მომსახურების პრაქტიკის გაუმჯობესებას რეგიონში არსებულ განთავსებისა და კვების ობიექტებში. ჩვენ პირველ ეტაპზე გვყავდა 18 ობიექტი. დღეს კი უკვე 16-მა ტურისტულმა ობიექტმა მიიღო ხარისხის ნიშანი. ამ ეტაპზე პროექტში უკვე ჩაერთო საერთაშორისო ქსელური სასტუმროებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მსგავსი დონის სასტუმრო აღიარებს ჩვენი პროექტის მნიშვნელობას რეგიონში ჩვენ ჯერ კიდევ ვგავართ გამოწვევების წინაშე მომსახურების სექტორში და ამას სჭირდება გაცნობიერება სექტორის მიერ. თუმცა ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს 34 ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტი უკვე ნიშნავს, რომ სექტორი აცნობიერებს პროექტის მნიშვნელობას და მოგვყვება ამ პროცესის გაუმჯობესებაში. წლის ბოლოსთვის კი ვფიქრობთ ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტთა რიცხვი კიდევ გაიზრდება", - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.

























