მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში სწავლა შეჩერებულია - სამინისტრო

სკოლა

ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, აქტიურად არიან ჩართულნი დიდთოვლობის გამო გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლის პროცესში.

ამინდის გაუარესების დღიდან სამინისტრომ უზრუნველყო შიდა საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა – ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურ
კოორდინაციაში არიან როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ დონეზე ყველა შესაბამის უწყებასთან.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების ჩართულობით გაერთიანდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და შესაძლებლობების ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ მოსახლეობას", - წერს უწყება.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონებში თავდაცვის ძალები საჯარო სკოლებში არიან.

"თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოყოფილია შესაბამისი
სივრცეები საჯარო სკოლებში.

ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის
უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო", - წერს სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები